ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკის და ისტორიის პოპულარულმა სააგენტო IFFHS-მა, სხვა და სხვა ქვეყნების ყველა დროის საუკეთესო სიმბოლური გუნდები შეადგინა.
სააგენტომ ქართველი ფეხბურთელებისგან შედგენილი თერთმეტეულიც გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგნაირია.
ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე, კახა კალაძე; თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია; სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი.