ოდესელი მოხალისეები დიდი სამამულო ომის მემორიალს სათუთად უვლიან

მიუხედავად უკრაინაში არსებული რთული ვითარებისა, ხალხს არ ავიწყდება თავისი ისტორია, რომელიც 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომთან და ფაშიზმზე გამარჯვებასთან მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული.

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ სახელწოდებით “სამხედრო-ისტორიული საძიებო სპორტული კლუბი ვარიაგი” («Военно-Исторический поисковый спортивный клуб «Варяг») 5 მაისს გაბედული ნაბიჯი გადადგა (დღევანდელ უკრაინაში ეს უკვე დიდ გაბედულებას ითხოვს) – ორგანიზაციის აქტივმა პატარა ღონისძიება ჩაატარა, დიდი სამამულო ომის სამხედრო მემორიალზე, რომელიც ოდესის 411-ე სანაპირო ბატარეის ექსპონატებს მოიცავს (5 სამხედრო ერთეულიდან 3 დიდი სამამულო ომის დროინდელია). მოხალისეებმა ტექნიკა დამცავი საღებავებით გადაღებეს.

გარდა ამისა, 7 მაისს მათ წესრიგში მოიყვანეს ოდესის გმირული დაცვის მემორიალი, ხოლო 8 მაისს 412-ე ბატარეის მემორიალზე განხორციელდება დაღუპული ჯარისკაცების – ქალაქის დამცველების ძვლების გადასვენება, რომლებიც საძიებო ჯგუფის წევრებმა იპოვეს.

გთავაზობთ 7 მაისს ჩატარებული ღონისძიების ამსახველ ფოტომასალას: