აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
“ისევ კონტექსტის ადეკვატურად აღქმაზე …
როდესაც ქვეყანაში არ უშვებენ საერთაშორისო კლასის დამოუკიდებელ ჟურნალისტს და არ უშვებენ საერთაშორისო კლასის ადვოკატს, ეს უკვე პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ე.წ. მთავრობა საკუთარი ნამოქმედარის მართებულობაში დარწმუნებული არ არის; უფრო მეტიც, იცის რომ დამნაშავეა. მე მგონი აშკარაა, რომ უკვე შევედით ბელორუსიის კატეგორიაში და აწი სულ უფრო “დავიხვეწებით”.
იმედია ხვდებით, როგორ დასრულდება ე.წ. მეორე ტური “ბელოგრუზიაში”.
ისინი, ვინც დღეს დუმილს ამჯობინებთ, ხელს აწერთ არაერთი თანამემამულის ფიზიკურ განადგურებაზე, თაობების მოსპობასა და გარყვნაზე, სრულ დეგრადაციაზე.
არ არის დღეს ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პრიორიტეტი. სახელმწიფომ თავისივე ბიბლიას, კონსტიტუციას გადაუხვია და დიქტატურაში დაყვინთა”.