მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილის შიმშილობა „იმიტირებულია“.
კითხვაზე, საიდან აქვს სააკაშვილს ციხეში ლიმონათი, კობახიძე ამბობს, რომ „ყიდულობს“.
“დღეში სამი ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ამბები.ჯი”