“უნდა და­უ­კი­დონ ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი და ძა­ლით აყუ­რე­ბი­ნონ, რას სჩა­დი­ოდ­ნენ ის და მისი დამ­ქა­შე­ბი” – სანდრო გირგვლიანის მამა სააკაშვილზე

სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლის, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მამა გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არას­წო­რად გა­ი­გო ექ­სპრე­ზი­დენ­ტის როლი მისი შვი­ლის საქ­მე­ში.

“მე ისიც არ ვიცი, რას მო­ი­თხოვს სა­ა­კაშ­ვი­ლი, რა უნდა, რა­ტომ შიმ­ში­ლობს… ამ­ბობს, მინ­და, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოო… რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა? ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა? იმა­თი, ცი­ხე­ებ­ში რომ ამო­ალ­პო? ქუ­ჩა­ში და გინ­დაც ისე რომ და­ხო­ცა, იმა­თი? მოკ­ლუ­ლი ბი­ჭე­ბის ძა­ძე­ბი­ა­ნი მშობ­ლე­ბის და ოჯა­ხე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა? რამ­დე­ნი ოჯა­ხი გა­ა­უ­ბე­დუ­რა, რამ­დე­ნი?! ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მარ­ტო ერთი სან­დრო გა­და­წო­ნის ყვე­ლა­ფერს.

ბევ­რმა არც იცის, რომ მკვლე­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბა აქ არა­ფერ შუ­ა­შია, ამას არა­ვინ ედა­ვე­ბა. არა­ვი­ნაა ჩა­ხე­დუ­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. ევ­რო­სა­სა­მარ­თლო პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბო­და და მფარ­ვე­ლობ­და დამ­ნა­შა­ვე­ებს, უშუ­ა­ლოდ იყო ჩა­რე­უ­ლი გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­შიო.

მან ხელი შე­უ­წყო ამ საქ­მის და­ფარ­ვას და ხელი და­ა­ფა­რა დამ­ნა­შა­ვე­ებს. ნე­ბის­მი­ერ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია შე­ი­წყა­ლოს ის, ვინც მას უნდა, სუ­ლაც 100 კაცი რომ ჰყავ­დეს მოკ­ლუ­ლი, ეს მისი ნე­ბაა და პრე­ზი­დენტს კა­ნო­ნი აძ­ლევს ამის უფ­ლე­ბას. უბ­რა­ლოდ, ის ვერ გა­ი­გეს, რა­ტო­მაა სა­ა­კაშ­ვი­ლი სან­დროს საქ­მეს­თან კავ­შირ­ში.

კი ბა­ტო­ნო, მა­თაც წა­ი­ღონ ეს საქ­მე სტრას­ბურ­გში და მო­ი­გონ ისე, რო­გორც ჩვენ მო­ვი­გეთ.

რა უნდა გა­კეთ­დეს, იცით? სა­ა­კაშ­ვილს საკ­ნის ოთხი­ვე კე­დელ­ზე უნდა და­უ­კი­დონ ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი და ყვე­ლა მათ­გან­ში აჩ­ვე­ნონ მისი პე­რი­ო­დი, უც­ქი­როს, რას სჩა­დი­ოდ­ნენ ის და მისი დამ­ქა­შე­ბი. გა­ა­ხელს თუ არა თვალს, იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სულ თა­ვის კად­რებს უნდა უყუ­რებ­დეს, და­უ­კი­დონ და ძა­ლით აყუ­რე­ბი­ნონ ყო­ველ დღე“, – ამ­ბობს ის.

წყარო: ambebi.ge