2021 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%-ს მიაღწია, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა.
ამ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ინფლაციის მაღალი დონე, შესაბამისად ფასების ზრდაზე მიუთითებს. საქართველოში ფასების ზრდის ტემპი ისევ საგრძნობლად მაღალია.
უწყების ინფორმაციით, ფასების ზრდა განსაკუთრებით ტრანსპორტს, საწვავს, პირველადი მოხმარების საგნებს, მედიკამენტებს და სურსათს შეეხო. ფაქტიურად ყველაფერს რასაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ!
პროცენტულმა ცვლილებამ, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე შეადგინა 16.7% – ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი – 7.8%.
ფასების ზრდა შეეხო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს – 1.8%.
საცხოვრებელს, წყალს, ელ. ენერგიას, ბუნებრივ აირს – 12.8%.
ფასები, ასევე გაიზარდა შემდეგ სასაქონლე ჯგუფებზე:
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 13.7%
ჯანმრთელობის დაცვა – 11.9%.
ტრანსპორტი – 21.4%.
დასვენება, გართობა და კულტურა – 3.49%
განათლება – 2.5%.
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 12.9%.
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 9.1%
წყარო: ptn.ge