ტვ პირველი ნაცობას ვეღარ მალავს : “ოცნებას” შესაძლოა, საზეიმოდ გამზადებული სცენის დემონტაჟი მოუწიოს

“ტვ პირველის” ინფორმაციით, – “ქართულ ოცნებას” შესაძლოა, საზეიმოდ გამზადებული სცენის დემონტაჟი ისევ დასჭირდეს. ამის მიზეზი ის ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც მთელ რიგ ოლქებში “ქართული ოცნების” კანდიდატები მარცხდებიან.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ორ მუნიციპალიტეტში 20-დან ოპოზიციას გამარჯვების შანსი აქვს, თუმცა რომელ ორ მუნიციპალიტეტზე საუბრობდა, კობახიძემ არ დააკონკრეტა.