აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, აცხადებს, რომ რეგიონში უნდა მოხდეს უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დანერგვა.
ეს კეთდება იმისთვის, რომ ახალი შეღავათებით აჭარაში ბევრმა სასტუმრომ და განთავსების ობიექტმა ისარგებლოს.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ეს შეღავათები ტურიზმის სექტორს საშუალებას მისცემს პოსტვირუსულ პერიოდში ტურისტების და იმ შემოსავლების მიღება შეძლონ, რაც მნიშვნელოვანია მათი სწორი და მდგრადი განვითარებისთვის.
რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიხსნება რეგიონში ტურისტული სეზონი, თუმცა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევა რეგიონში არ დაფიქსირებულა.
სავარაუდოდ, ხვალიდან კი აჭარის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში შეზღუდვები მოიხსნება.
ბოლო ერთი კვირაა, ჩვენ უკვე აღარ გვიფიქსირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები.
ყოველდღიურად დაახლოებით 300 ტესტზე მეტი კეთდება და სავარაუდოდ, ხვალიდან ჩვენ უკვე მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში.
რაც შეეხება სასტუმროებს, გარდა ხელშეწყობის ღონისძიებებისა, მათ უნდა გაითვალისწინონ ჯანდაცვის რეკომენდაციები და უსაფრთხოების ზომები.
სახელმწიფო უწყებებთან ერთად კერძო სექტორი ამ კუთხით აქტიურად იქნება ჩართული, რომ მოხდეს უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა როგორც შიდა, ასევე გლობალური კონკურენციის ნაწილში.
საკარანტინო სივრცეებისთვის საგანგებო ბიუჯეტიდან იხარჯება 7 მილიონი ლარი.
თუმცა, იმ ახალი გეგმის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის ხელშეწყობას, ავტონომიის ბიუჯეტის ნაწილშიც იქნება შესაბამისი რესურსი გამოყოფილი ამ კონკრეტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ინფექციონისტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ზღვის წყალი გადამტანი არ არის, რაც შეეხება პლაჟებზე სოციალურ დისტანციას, იმედოვნებს რომ მას მოქალაქეები თავად დაიცავენ.
„ინფექციონისტების მოსაზრების მიხედვით, ზღვის წყალი არ არის გადამტანი და ეს საიმედოპროგნოზია.
რაც შეეხება დისტანცირებას, ჩვენი მოქალაქეები და ტურისტები მაქსიმალურად შეეცდებიან დისტანცირების დაცვას და ჩვენი რბილი ზედამხედველობის ნაწილში ამას დავაკვირდებით“, – განაცხადა რიჟვაძემ.
“პრაიმტაიმი”