სამოქალაქო აქტივისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს:
“დღევანდელი პრობლემა იმ ხალხის აზრზე მოყვანაა, რომელიც ყველაფერზე განურჩევლად ხმარობს სიტყვებს „ბოლო 30 წელი“ და „ნაც-ქოცი“ და ამის გამო არჩევნებზე არ დადის.
ამათ მართლა რაღაც კაი კი არ ჭირთ, და მართლა რაღაც განსაკუთრებულად მორალურად ან ლიბერალურად მოაზროვნეები კი არ არიან. არა. შეყრილი აქვთ ფსიქოლოგიური დაავადება – ნაცოფობია. ფობია იმიტომაა, რომ საფუძველი არ აქვს. ის რაღაცა რასაც ისინი საფუძვლად იყენებენ, მართლა რო საფუძველი იყოს, ოცნებას ჯერ კიდევ 2016ში დაამხობდნენ. იმათთვის შეიქმნა უსაშველოდ მრავალფეროვანი ოპოზიცია, რომელიც იმდენად დახვეწილია დემოკრატიული თვალსაზრისით, იმდენად პროგრესულია, იმდენად განათლებული და ძლიერია ინტელექტუალურად, რომ შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვერ მოძებნო ამდენად მრალფეროვანი და პროგრესულად მოაზროვნე ოპოზიცია. მეტიც, ამ ოპოზიციამ ერთად მუშაობაც ისწავლა, ერთმანეთის მოსმენა და დაჯერება. ესენი კიდე გაჰკივიან: არ გვჯერა, არ გვჯერაო…
საკუთარი თვალით რასაც ხედავენ და საკუთარი ყურით რასაც ისმენენ, იმის არ ჯერათ. რასაც ტროლ ფაბრიკები ჩასძახებენ – იმისი სჯერათ. და „სისხლიანი ცხრა წლის“ ისტორიებით და მტრის ხატად ქცეული გვარებით და სხელებით იკვებებიან დღემდე. ეს ყველაფერი რომ რუსული “საუკეთესო” ტრადიციებით შეიქმნა დიდი ხანია ნათელია. იმათთვის, ვინც დადის არჩევნებზე თავისი ფეხით და ტვინით, და არა დაათრევენ.
უნდა შეიქმნას ძლიერი კამპანია წინა ხელისუფლების რეალური სახის საჩვენებლად. გვარებს და სახელებს უნდა ჩამოერეცხოთ რუსული მითები. საბჭოთა კავშირში არსებობდა მგონი „ვრაგ ნაროდას“ რეაბილიტირების პროცედურა. ასე უნდა მოხდეს წინა ცხრა წლის მითებით „გაფუჭებული“ ადამიანების გამოყვანა სინათლის შუქზე. ამ პროცესში გამოჩნდება რა იყო სიმართლე, რა ტყიული. რაც სიმართლე იყო – ის გვეცოდინება და ბუებით ვერ შეაშინებენ მერე მოსახლეობას. რაც თითქოსდა სიმართლე იყო „ჩვენი თვალით ვნახეთ“, მაგრამ კონტექსტია გაუაზრებლობის და მთლიანი სურათის არ ან ვერ დანახვის გამო საშინელებად მოგვეჩვენა, ესეც უნდა გასწორდეს. კონტექსტები უნდა გაშუქდეს, დაიღეჭოს და დაიდოს. ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. ამაზე უნდა იმუშაოს პრესამ უკვე ახლა. მანამდე, სანამ წესიერი სასამართლო გვეღირსება, თორე არასოდეს გვეღირსება.
ნაცები კი არ უნდა დასრულდნენ, ნაცოფობია უნდა დასრულდეს. ეს არადეკვატური მოვლენა. ხალხი რომ გამოვა რუსული გიპნოზიდან, ოცნება წავა ოპოზიციაში! თავის გახარიანა პატრიოტიანა მრევლიანა.”