ნანა კაკაბაძე გიორგი ჩალაძეს – “თქვენ გეკუთვნით ზუსტად ისეთი ციხე, რომელიც პატიმრებს 9 წლის განმავლობაში გამოატარეთ”.
– “თქვენ გეკუთვნით ისეთი ციხე რომელიც პატიმრებს 9 წლის განმავლობაში გამოატარეთ” – ასე მიმართა ნანა კაკაბაძემ “ჯორჯიან თაიმსის” პირდაპირ ეთერში მწვავე დაპირისპირების დროს – “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი ჩალაძეს.
როგორც კაკაბაძემ გადაცემა “ჩაი”-ში განმარტა, “ნაციონალური მოძრაობა” დასრულებულია და ისინი ვეღარასოდეს გაიმეორებენ იმ დანაშაულებებს, რომლებსაც მმართველობის პერიოდში სჩადიოდნენ.
– “აი, ესეთი ციხე გინდოდათ, რომ დაგხვედროდათ თქვენ. ამისი ღირსები იყავით, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ თქვენ არ ყოფილიყავით ხელისუფლებაში. ეს, რომ აღარ განმეორებულიყო, არც სააკაშვილზე, არც თქვენზე, როდესაც ციხეში მოხვდებით და ყველა დანარჩენ კრიმინალზე რომელიც მოხვდება. ის ციხე აღარ განმეორდება აღარასოდეს. დასრულებული ხართ და თქვენ ვეღარასოდეს გაიმეორებთ მაგას. არ გქონდეთ თქვენ მაგის იმედი, რომ თქვენ მაგას შეძლებთ, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდით ქუჩაში და ციხეში. დამთავრდა თქვენი ფაშიზმი ამ ქვეყანაში” – მიმართა ნანა კაკაბაძემ გიორგი ჩალაძეს.
კაკაბაძის მწვავე განცხადებას ჩალაძემ შემდეგი განცხადებით უპასუხა: – “თქვენ დაამთავრებთ საღორეში!” …
ვიდეოს სანახავად გადადით ამ ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=292378482747345
წყარო: ptn.ge