ბათუმში მიმდინარე აქციაზე დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თქვა:
“ერთობა არის ერთადერთი რეცეპტი, რომელიც შექმნის თავისუფალი საქართველოს მომავალს და ამ მომავლის დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ შეიძლება ვიყოთ სხვადასხვა პარტიიდან და გვქონდეს განსხვებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელსაც გული არ უსკდება, იმიტომ რომ მესამე პრეზიდენტი არის სიკვდილის პირას, არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამას შეეგუება, არ აქვს მნიშვნელობა ვის მოსწონს და ვის არა, საქართველოს პრეზდენტს არ უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა, არ უნდა იყოს შურისძიებაში და პოლიტიკურ ტყვეობაში თავად დამნაშავე ივანიშვილი და ღარიბაშვილისგან, ამიტომ ჩვენ ამაშიც ვართ ერთიანები და ვიბრძოლებთ ყველა ერთად.”