რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. აქცია ციხესთან გუშინ დღის ბოლოს გაიმართა. შეკრებილები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით, პროტესტი პერმანენტულად ჩატარდება.
“მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ამას ამბობს არა მარტო ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამას ამბობენ ევროპარლამენტარები და ყველა ნორმალური ადამიანი. ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის ცვლილება ნორმალური, მშვიდობიანი, ცივილიზებული გზით, თუ არ გიტოვებს ხელისუფლება სხვა გზას, მაშინ შენ მიდიხარ იმ გზით, რა გზაც დარჩენილია. ეს გზა არის, რა თქმა უნდა, ძალიან რადიკალური, მაგრამ ეს გზა არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი, როგორიც იყო, მაგრამ რევოლუციის გზა,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ.
“რუსთავი2”