სამოქალაქო აქტივისტი, მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში, წერს:
“უკვე დაიწყო ამ სივრცეში სულელური მოწოდებები რაღაც დემარშებსა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე უკრაინასთან.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება !
ვინც ამისკენ უბიძგებს ქვეყანას – ან არ ესმის რას ამბობს, და ან შეგნებული პროვოკატორია !..
საკითხი რა თქმა უნდა პრობლემატურია, თუმცა მისი მოგვარება ღირსეულად სწორედ რომ მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობით და ზუსტი სვლებით იქნება შესაძლებელი მხოლოდ.“-წერს ყარაულაშვილი.
რატომ,ბატონო მირიან?! იქნებ უკრაინა მოიქცა სულელურად, როცა ჩვენს ქვეყანაში ძებნილი თავის ქვეყანაში დაასაქმა და არაფრად ჩააგდო საქართველოს მცდელობა, დამნაშავე სააკაშვილის თანამდებობაზე არდანიშვნისთვის?!