ორჯერადად აცრილი არის 903 000, ამ 903 000-დან 11 000-ს დაემართა „კოვიდი“, მაგრამ მათ უმრავლესობას არ დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პირველ არხს“ განუცხადა.
„არის გარდაცვლილებიც, დაგიდასტურებთ. 23 გარდაცვლილი გვყავდა აგვისტო ბოლო რიცხვით ორჯერადად აცრილი, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში და ეს ძალიან დეტალურად შეისწავლება, ვერბალურ აუტოფსიას ვეძახით ამას, ყველა იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებით. განასხვავეთ ახლა თქვენ, სამწუხაროდ, 9 000-მდე გარდაცვლილი და მათ შორის, 99 პროცენტი აუცრელი და აცრილებში – 23“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, თუმცა არ დააზუსტა, აუცრელ გარდაცვლილთაგან რამდენი იყო “მძიმე თანმხლები დაავადებებით” და რამდენი ადამიანის სიკვდილია ექიმების სინდისზე, არასწორი, არაინდივიდუალური მკურნალობის გამო.
სულ საქართველოში ამ მომენტისათვის 1 914 269 აცრა გაკეთდა, მაგრამ “კოვიდით” დაავადებულთა რაოდენობა იზრდება.