არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს – ზუღაბიშვილი

“არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამე თუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა”.

არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას.

“არჩევნები დასრულდა და მინდა საქართველოს მოსახლეობას მიულოცო მშვიდად ჩატარებული არჩევნები მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა. მინდა მივულოცო გამარჯვება ახალ არჩეულ საკრებულოს წევრებს, მერებს და წარმატებული საქმიანობა ვუსურვო ქვეყნის სამსახურში. არჩევნებმა ჩაირა მშვიდად, უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა თვით უბნებში. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე კანდიდატებს შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისთვის. ნიშანდობლივია, რომ ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა როგორც პროფეზიონალიზმის მაღალი დონე. არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამე თუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას, საზოგადოებას კი მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთის მხრივ კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევა მარტო არცერთ ძალას შეუძლია და მეორეს მხრივ დესტაბილიზაციის მცედლობებით დასრულება რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს.

დღეს ყველას აქვს ერთი კითხვა – რა იქნება ახლა, როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, რაც არ მიიღწევა არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც გაუთავებელი არჩევნების მოთხოვნით, არც ხელახლა მანდატების დატოვებით, თუ ბოიკოტით, არ თვითდაჯერებით, არც სიძულვილით არც მტრის მოღალატის და ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის არ აღიარებით, არც დამარცხებულის დამცირებით. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მივიდეთ შედეგამდე, როგორ გამოვიდეთ ამ ჯადოსნური წრიდან.

რეალურად ჩატარებული არჩევნები ამის საშუალებას გვაძლევს, გვაძლევს საშუალებას დავიწყოთ ქვედა საფეხურიდან, სადაც უფრო ადვილია ისეთ ყოფით საკითხებზე თანამშრომლობის დაწყება, რომლებიც მოქალაქეების ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზანს. ეს არის და უნდა ყოფილი ადგილობრივი არჩევნების აზრი და მიზანი. მნიშვნელოვანია მედია, რომელსაც აკისრია დიდი პასუხიმგებლობა, რადგან მას შეუძლია ითამაშოს უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოების დამშვიდებაში და პოლარიზაციის შემცირებაში, თქვენი იმედი მაქვს, მაგრამ მთავარი გაერთიანების თუ არა დაწყნარების მაინც ფაქტორი შეიძლება იყოს გარკვეული მიზნების განხორციელებაზე მუშაობა, რომლების მიმართ ვართ საქმით თუ სიტყვით გაერთიანებული” – განაცხადა ზუღაბიშვილმა.

წყარო: ptn.ge