მადლობა უფალო ამ ქვეყანაში სამეგრელო რომ არსებობს და ქვეყნის ბედი რაჭაში არ წყდება – ნიკა გვარამია ალეკო სარდანაშვილის ამ კომენტარს აზიარებს და წერს:
“სამწუხარო სიმართლეა. თუმცა, სამწუხაროდ, მარტო რაჭაზე არ ვრცელდება. კიდევ უფრო სამწუხაროდ, სამეგრელო ჯერ ერთადერთია, ვიზეც ამას ვიტყოდით. ps ხო მართლა. ძვირფასო ჩემო რაჭავ და მშობლიურო თლუღო, არ მინდა ასეთი დაბეჩავებული, გაყიდეული და დაცემული გნახო. მირჩევნია, ბავშვობის ფერად მოგონებებში დარჩე, როგორც საოცნებო და ზღაპრული კუნძული. აწი მე მანდ ჩამომსვლელი არ ვარ. ბევრი არ დაგაკლდებათ, მართალია. მაგრამ მაინც. თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო საახეებზე. არ მინდა ამის ყურება. ეგერ მაქვს ჩემი თავისუფალი, ამაყი და დიდი მომავლის სამეგრელო. ისედაც ბევრი დრო დავკარგე მის გარეშე და ზედმეტად ბევრი დავახარჯე რაჭაზე და მის ქებადიდებაზე” – წერს იგი.