„მე ვერსად გადავსახლდები – საბედნიეროდ არ ვარ ჯერ პოლიტიკაში“ – ლაშა პაპაშვილი

„საბედნიეროდ, მე არ ვარ ჯერ პოლიტიკაში და ვერსად გადავსახლდები,“-ამის შესახებ ბიზნესმენმა, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
ასე გამოეხმაურა პაპაშვილი ერთგვარ კამპანიას, რომელიც წალენჯიხაში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის გადატანას შეეხება.

„საბედნიეროდ, მე არ ვარ ჯერ პოლიტიკაში და ვერსად გადავსახლდები. ზოგადად, პოლიტიკური პროცესები ბიზნეს საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას, წარსულშიც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. ამდენად აქტიურად არ ვადევნებ თვალყურს რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, იშვიათად თუ მოვიკითხავ, მაგრამ მგონი მეტნაკლებად მსოფლიომ აღიარა ეს ბოლო არჩევნები, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი და უნდა მივყვეთ ამ პროცესებს. ვფიქრობ, ყველამ საკუთარ პოზიციაზე უნდა იშრომოს გულისხმიერად. მგონი ამ წუთას არ არის ისეთი სიტუაცია ჩვენ ქვეყანაში, რომ გადავაყოლოთ კიდევ ვინმეს და რამის ინტერესებს ეს ქვეყანა. ჩემი სურვილია ყველამ დაუთმოს ერთმანეთს, რაღაც ადგილები პარლამენტში, ადგილობრივ თვითმართველობაში გაინაწილონ, დაცხრეს პოლარიზაცია და დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ როგორმე სიტუაცია,“ – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

ცნობისთვის, წალენჯიხაში “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მერობის კან­დი­დატის, გი­ორ­გი ხარ­ჩი­ლა­ვას გამარჯვების შემდეგ, რაიონის მიმართ ინტერესი იზრდება. იქ გადასახლება დააანონსა პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. მან წალენჯიხაში გა­და­სახ­ლე­ბის გეგმა გუშინ ზუგ­დიდ­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე გა­აჟღერა და ბიზ­ნეს­მე­ნებს მო­უ­წო­და, სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ან­გა­რი­შე­ბი წა­ლენ­ჯი­ხა­ში გა­და­ი­ტა­ნონ. დღეს დილით კი ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას თემურ ჭყონიაც მიჰყვება. “დი­ლით თე­მურ ჭყო­ნი­ას წე­რი­ლი დამ­ხვდა – “მეც მოგ­ყვე­ბი წა­ლენ­ჯი­ხა­ში, რო­გორც კი და­ი­წყებ, ეგ­რე­ვე ჩა­მო­ვალ” – დაწერა ხაზარაძემ.