2019 წელთან შედარებით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით შემცირდა

TBC Capital-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს 1,188,234 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის იმავე პერიოდში ჩამოსული ვიზიტორების 20%-ია.

უშუალოდ სექტემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 349%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია საქართველოს, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტორების რაოდენობა 71.1%-ით შემცირდა. რაც შეეხება შემოსავლებს, სექტემბერში 2019 წლის იმავე პერიოდის შემოსავლების 51% აღდგა.

“2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორების ჯამური აღდგენის თვალსაზრისით უკრაინა (70%) და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები (58%) ლიდერობენ. 43%-იანი აღდგენა ფიქსირდება ისრაელიდან, 37% კი აშშ-დან ჩამოსულ ვიზიტორებში. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი აღდგენა აზერბაიჯანიდანაა (5%). დაბალი მაჩვენებლის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კვლავ რჩება აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო საზღავართან დაკავშირებული შეზღუდვები”, – წერია ანგარიშში.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის შემოსავლებში უკრაინა ლიდერობს (15%). 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია ისრაელისა (9%) და საუდის არაბეთის (7%) წილები.

 

“ალია”