ვაქცინების ვადა 9 თვიანია და არა 6 თვიანი – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე “ღამის კურიერის” ეთერში ვაქცინების ვადებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ ვაქცინებს გაფუჭება არ ემუქრებათ.

პაატა იმნაძის განმარტებით, “ფაიზერის” ვადა 6-დან 9-თვემდე გაიზარდა.

“ზაფხულში “ფაიზერმა” მიიღო გადაწყვეტილება, შემდგომ ეს დაამტკიცა ამერიკის წამლის სააგენტომ, ევროპის წამლის სააგენტომ, თავდაპირველად ეს ვაქცინები გამოშვებული იყო 6 თვიანი ვადით, ახლა კი ეს ვადა ოფიციალურად გაზრდილია 9 თვემდე, ასე რომ არავითარი პრობლემა ვაქცინების ვადაგასულობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

ვაქცინები, რომლებიც ახლა ჩვენთან არის, მათი ვადა არის 9 თვიანი და არა 6 თვიანი,”-აცხადებს პაატა იმნაძე.

 

“რუსთავი2”