რა მოხდა რუსთავის ციხესთან?

პოლიციის თანამშრომლებმა რუსთავის ციხესთან დაგეგმილი აქციის აპარატურა ტერიტორიიდან მანქანებით წაიღეს.

ინფორმაციას და ფოტოებს ფორმულა ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ციხესთან აქცია არის დაგეგმილი.

შსს-ს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სცენის განლაგება ციხის უსაფრთხოებას უშლიდა ხელს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე განმარტავს,  სამართალდამცავებმა სცენის შეტრიალება მოსთხოვეს, თუმცა საბოლოოს ამის საშუალება აღარ მისცეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ლაშა გოგნიაშვილი ამბობს, რომ სცენის შეტრიალებაზე უარი ორგანიზატორებმა თქვეს:

“ვეუბნებით ალტერნატიულ ადგილს, მაგრამ ამ ალტერნატიულ ადგილზეც გვეუბნებიან უარს”.

 

“ალია”