პოლიტიკოსი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:
“ხვდებით ხომ რა კატასტროფაში ვართ!
ხელისუფლება ამბობს სამოქალაქო საავადმყოფოში ვერ გადავიყვან, უსაფრთხოების პრობლემააო.
ანუ დავმარცვლოთ:
საქართველოს, ანუ ქვეყანას რომლის ნაწილიც ოკუპირებულია;
ყავს ხელისუფლება რომელიც ამბობს, რომ ერთ საავადმყოფოს ვერ დაიცავს;
ერთ საავადმყოფოს!!!
და ამას ხშირად და სხაპასხუპით იმეორებენ.
და არსებობს ხალხი რომელიც მერე ამ სიბეჩავეს ყელმოღერებული იმეორებს;
და ეხლა აქ შემოცვივდებიან და ლანძღვას დაიწყებენ იმის იმედით რომ ასეთი ბეჩავი ხელისუფლების მხარდამჭერისგან რამე უნდა მეწყინოს.”