ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოც. ქსელში სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლებსაც ჩვენი სარედაქციო კომენტარის გარეშე გთავაზობთ (ყველაფერი ისედაც გასაგებია და იმიტომ!):
მერამდენე ადგილზეა საქართველო მსოფლიოში კოვიდეპიდსიტუაციის მაჩვენებლებით და ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით:
სრულად აცრილია (19 ოქტომბრის მონაცემებით):
საქართველო – 23%; სომხეთი – 7%, უკრაინა – 17%, აზერბაიჯანი – 43%.
შემთხვევების რაოდენობით 1 მილიონ მოსახლეზე
(3 ნოემბრის მონაცემებით):
საქართველო – მე-4, სომხეთი – 38-ე, აზერბაიჯანი – 99-ე, უკრაინა – მე-80;
გარდაცვლილთა რაოდენობით 1 მილიონ მოსახლეზე:
საქართველო – მე-12, სომხეთი – 25-ე, უკრაინა – 47-ე, აზერბაიჯანი – 97-ე.
ანუ, როგორც შემთხვევათა საერთო რაოდენობით, ისე გარდაცვლილთა რიცხვით, სამწუხაროდ, ლიდერობს საქართველო. ვაქცინაციის ტემპით გვჯობნის აზერბაიჯანი.
Zoi Sabanidze: სომხეთში აცრილია 7%, საქართველოში კი 23% ! ინფიცირებით და სიკვდილიანობით ვუსწრებთ სომხეთს! ეს რას ნიშნავს????
Nona Jincharadze: სამედიცინო დაწესებულებების სრულ უუნარობას. ინფიცირებულთა ცუდ “მკურნალობას”!