ყაზახეთის ქალაქ აქთაუში გვიან ღამით კაფე აფეთქდა, რის შედეგად შენობა მთლიანად დაინგრა. ამის შესახებ ria.ru იუწყება.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
აფეთქების მიზეზები უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის დროს კაფე არ მუშაობდა.