საქართველოდან მანდარინის ექსპორტი 100 პროცენტით გაიზარდა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან მანდარინის ექსპორტი 100%-ით გაიზარდა.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 478 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 100%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა და 2020 წელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (383 ტონა), რუსეთში (67 ტონა), უკრაინასა (18 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).