ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, სააკაშვილთან დაკავშირებით მოვლენებს ეხმიანება

“გეშინიათ? … ბუნებაში სიკვდილზე უფრო საშიში რამეც არსებობს, პატივცემულო კოლეგებო და სიკვდილამდე სიკვდილი ჰქვია მაგას” – ზურაბ გურული.

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

– “საქართველოში არ არსებობს არც ფსიქოლოგთა, არც ფსიქიატრთა პროფესიული ასოციაცია? და თუ არსებობს, პროფესიული უხერხულობის შეგრძნება მაინც არა გაქვთ, რომ მთავრობას თუ საპროტესტო არა, სარეკომენდაციო წერილით მაინც მიმართოთ?

თუ აცნობიერებთ მაინც, რას აყურებინებენ მთელ ქვეყანას, სამ მილიონზე მეტ ადამიანს პირდაპირ ეთერში?

საჯაროდ, ყველას თვალწინ მიმდინარეობს უმწეო, შიმშილობისაგან დაუძლურებული ადამიანის ფსიქოლოგიური წამება. და არა მარტო მისი, ყველა იმ მოქალაქის, რომელიც ამ პატიმართან სიმბოლურად აკავშირებს საკუთარ ღირსებასა და რწმენას.

რას აკეთებთ? როგორ შეგიძლიათ ასეთ დროს დუმილი?

რა სინდისით ჩაბრძანდებით საერთაშორისო კონფერენციებზე კოლეგებთან შესახვედრად და სასაუბროდ?

გეშინიათ?

სიკვდილზე უფრო საშიში რამეც არსებობს, პატივცემულო კოლეგებო და სიკვდილამდე სიკვდილი ჰქვია მაგას” – წერს ზურაბ გურული.

წყარო: newposts.ge