უკრაინამ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი არ სცა

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გადაწყვეტილება საქართველო-უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობებზე ცალსახად მოახდენს გავლენას.

“ამ ნაბიჯით უკრაინამ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი არ სცა. ეს არის არამეგობრული ნაბიჯი. გადაწყვეტილება ცალსახად ჩრდილს მიაყენებს ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ შეეხება ეკონომიკურ კულტურულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს,”- განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართ​ველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

 

“კურიერი”