საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას დახმარების იმედი აქვს და მასთან შეხვედრას გეგმავს.
გავლენიანი პარლამენტის წევრი ჩამობრძანდა და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვეტყვი რაც ჩვენ თვალწინ ხდება, მოლოდინი მაქვს, რომ რაღაცამ უნდა იმოქმედოს. ხო არ შეიძლება ადამიანს ასე კლავდე. იქ, სადაც ეხლა არის გამომწყვდეული, კიდევაც რომ მოინდომოს, კვების აღდგენა უფრო საშიშია, ვიდრე შიმშილობა“ – განაცხადა ალასანიამ.
ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების საკითხია. ფოტიგას თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტოსგან სააკაშვილის მონახულებაზე ნებართვას ელოდება და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება.