ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე “კვირის პალიტრას” უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:
– ხელისუფლება ცდილობს გარკვეული ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს. ეს ჩარჩოებია კრიზისის ლიკვიდაცია ძალისმიერი მეთოდით. ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მთავარი სიტუაციის დასტაბილურება კი არა, ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. გასაგებია, რომ ზოგიერთმა პარტიამ, მაგალითად, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “ლელომ” წარმოადგინეს შერიგების კონკრეტული გეგმები, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც დღის წესრიგს აწესებს, “ნაციონალური მოძრაობაა”.
– ეს პირობითი დათქმაა. წარმოვიდგინოთ სურათი: სააკაშვილმა საავადმყოფოდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაბამისად არ მკურნალობენ ან რაიმეს აიძულებენ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?! კლინიკას შტურმით აიღებენ, ხელისუფლება გამოიყენებს ძალას და გაიმართება მორიგი სისხლიანი შეტაკება.
– სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ამის პერსპექტივა ნულის ტოლია და ასე იქნება, სანამ სააკაშვილის ფაქტორი იარსებებს. დღეს ის განსაზღვრავს ოპოზიციის დღის წესრიგს, ისევე როგორც იმას, თუ როგორი უნდა იყოს მედია და როგორ უნდა განვითარდეს პროცესები. საწვავისა და პურის ფასს ვერ განსაზღვრავს, თორემ დანარჩენში მისი ხელი ურევია… ერთადერთი გამოსავალი საქმეში დასავლელი პარტნიორების ჩარევაა. პირველ რიგში ვაშინგტონს ვგულისხმობ. ევროპა უკვე გავიარეთ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ახლა აშშ-ია. მხოლოდ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის პირდაპირი ჩარევით (და არა დეპუტატებისა და სენატორების მცდელობით) შეიძლება ჩვენი პრობლემა სხვა სიბრტყეში გადავიდეს, მოლაპარაკების მაგიდასთან. თუმცა არც ეს არის აპრიორი. იქაც არსებობს სხვადასხვა ინტერესის მქონე პოლიტიკური ძალები…
– პირველ რიგში ვიტყვი, რომ სააკაშვილი აქ გარანტიების გარეშე არ ჩამოსულა, ისევე როგორც 2008 წლის ომი არ დაუწყია გარანტიების გარეშე. კარგად ვიცი, ვინ არის ამ გარანტიების მიმცემი, ქვეყანაშიც და მის გარეთაც, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მინდა თქმა. რაც შეეხება ამერიკას, ამ ქვეყანას აქვს ისეთი ბერკეტები, რომ მის რეკომენდაციებზე უარი ვერავინ თქვას. თუმცა ჩვენნაირი მოკავშირე ასეულობით ჰყავს და ახლა ჩვენთვის ნამდვილად არ სცალია.
– სხვათა შორის, მიშელის აქტიურობის უკან აშშ-ის ადმინისტრაციის ხელი რომ არ ჩანდა, იმიტომაც დაიკიდა რადიკალურმა ოპოზიციამ ფეხებზე ეს დოკუმენტი და შემდეგ “ოცნებაც” შესაბამისად მოიქცა… ახლა, მოკლედ რომ ვთქვათ, ვაშინგტონს უამრავი შიდა პრობლემა აქვს და პაუზა აქვს აღებული საგარეო პოლიტიკაში.
– სწორედაც არ გვიწერია. ბოლო დროს ოპოზიციის ნაწილი ზღვარს გადავიდა. ამ შემთხვევაში “ნაცმოძრაობას” და სააკაშვილს არ ვგულისხმობ, “გირჩი” მყავს მხედველობაში. ის, რაც ზურა ჯაფარიძემ მოდულის შენობასთან გააკეთა, სააკაშვილის დროს რომ გაეკეთებინა, თავისივე ხელით დააჭრევინებდნენ იმ ავტომობილს და ნაწილებად გადააყლაპებდნენ.
ხელისუფლებამ უხეში შეცდომები დაუშვა, ეს განპირობებული იყო იმ ხაფანგით, რომლებიც დაუგო ოპოზიციამ, უპირველესად კი სააკაშვილმა. ხელისუფლება გაება, რატომ? არ ვიცი! ჩემთვის გაუგებარია რატომ არ მიიყვანეს სააკაშვილი სასამართლოზე. ჩემი ვერსიით, ეს არაპროფესიონალიზმის ან საბოტაჟის ბრალია. ქაოსური მდგომარეობაა, რაც კრიზისის შექმნას უწყობს ხელს.
– სავარაუდოდ, მმართველ გუნდს უნდოდა საზოგადოებას ენახა, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს, მყარად დგას ფეხზე და მანიპულირების საშუალებას არ მისცემს. მართლაც შეუძლებელია კაცმა 40-დღიანი შიმშილის ან ავად ყოფნის დროს ასეთი წინააღმდეგობა გაუწიოს ვინმეს. დღეს თუ ვინმე შიმშილობს, ეს ელენე ხოშტარიაა, ეტყობა კიდეც. ჩემი აზრით, არ იყო საჭირო ამ ჩანაწერის გავრცელება, ისევე როგორც საჭირო არ იყო იმის ჩვენება, თუ რას ჭამდა და სვამდა. ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცოდით, ამბები ძალიან მალე ვრცელდება. რაც შეეხება გავრცელებულ ჩანაწერს, მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამოეჩინათ და სააკაშვილი ასე თრევა-თრევით არ შეეყვანათ პალატაში. მაშინ ამ ჩანაწერს ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყვებოდა.
– ეს გადაწყვეტილება ნამდვილად იძლევა ორგვარი წაკითხვის საშუალებას. მე მინახავს “იმედისა” და ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის კატეგორიული გადაწყვეტილება, მაგრამ ის მიკვირს, ოპოზიციამ მისთვის პოზიტიური რა დაინახა, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი მუდმივ მეთვალყურეობაში იქნება.