უკრაინის სახალხო დამცველი უკვე მეორე დღეა საქართველოში იმყოფება. ლუდმილა დენისოვა პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვს. უკრაინის უმაღლესი რადას კომისარს ადამიანის უფლებათა საკითხებში, იუსტიციის სამინისტროსგან საქართველოს ექსპრეზიდენტის მონახულებასთან დაკავშირებით, უარი მიუვიდა.
ლუდმილა დენისოვა გლდანის ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან დილიდან იმყოფება.
“მსურს ამ დაწესებულების ხელმძღვანელებს შევხვდე. მინდოდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა, თუმცა მან ჩემს თხოვნაზე სამწუხაროდ უარი მითხრა. დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 47-ე დღეა და შესაბამისად, მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კატეს აპარატი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოიტანეს, ამ დრომდე კორიდორშია და ის არ გამოუყენებიათ. ჩვენ ინფორმაციას ვიგებთ მისი ადვოკატებისგან და პირადი ექიმისგან, რომელიც კონსილიუმის წევრია. აუცილებელია მთავრობამ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.
ვფიქრობ, ის კადრები ის კადრები, რაც გავრცელდა სააკაშვილის უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევაა. ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცის შევაგროვებთ და სტრასბურგს მივაწვდით. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ როგორც კი სააკაშვილის ტელევიზორს და სინათლეს ჩააქრობს, მაშინვე იწყება პატიმრების ყვირილის ხმა,”- აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა.
თუმცა როგორც დღეს რატი ბრეგაძემ განმარტა, უკრაინის სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან შესვლა საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.
წყარო: ptn.ge