რის სანაცვლოდ მოსთხოვა სააკაშვილმა თურქეთის კონსულს არჩევნებში დახმარება?!

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში წერილი გავრცელდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მიმართვა  ბათუმში თურქეთის კონსულ მაქბულე ქოჩაკს,  სადაც ის  2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, მათი პარტიისს მხარდაჭერასა და დახმარებას სთხოვს. არის თუ არა აღნიშნული წერილი ნამდვილი, ამ ეტაპზე უცნობია.

საინტერესო ტექსტის ბოლო ნაწილია, რომელშიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი, ბათუმში თურქეთის კონსულს ჰპირდება და ერთგვარად მიანიშნებს,  რომ დახმარების შემთხვევაში არ დარჩებიან უპასუხოდ. წერილში გამახვილებულია ყურადღება იმაზეც, თუ როგორი ძვირფასია აჭარა თურქეთისთვის და ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ  ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს გახსნის. წერილი 2019 წლის 29 აგვისტოთი თარიღდება.