პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვძის განცხადებით, ოპოზიცია მმართველმა პარტიას სთხოვს, რომ სამი დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება პატიმრობიდან გაათავისუფლოს მსჯავრდებული სამი პირი.
არჩილ თალაკვაძის თქმით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკების საგანი ვერ გახდება.
“შეთანხმების ხელმოწერამდე სამი დღით ადრე ბატონებმა უგულავამ და რურუამ გააკეთეს ერთიდაიგივე შინაარსის განცხადებები. კერძოდ, ორივე მათგანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი გათავისუფლების საკითხს არ უნდა შეექმნა დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის. უგულავას და და რურუას განცხადებებს 5, 6 და 7 მარტს მოჰყვა მათი თანაგუნდელების განცხადებები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მათ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობის შექმნისთვის. მეტიც, გიგა ბოკერიამ და სერგი კაპანაძემ კაფიოდ განაცხადეს, რომ ჯერ გაფორმდებოდა შეთანხმება საარჩევნო სისტემის შესახებ და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გათავისუფლლდებოდნენ მათი წარმოდგენით ე.წ. პოლიტპატიმრები. მეტიც, ბოკერიამ ისიც კი განაცხადა, რომ პატიმრების საკითხის მოლაპარაკების ნაწილად განხილვა მისთვის მიუღებელიც კი იყო. მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს დავით ბაქრაძემ, გიორგი ვაშაძემ და ნინო ბურჯანაძემ ასევე სხვა პოლიტიკოსებმა ოპოზიციიდან. ასევე ყველა ფაქტი და დოკუმენტი მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია,” – განაცხადა თალაკვაძემ.
“კურიერი”