ოპოზიციის ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, გაანაწყენა.
“ევროპული საქართველო” და პარტია “ტრიბუნა” ოპოზიციურ ერთობას უპირისპირდებიან. ლიდერები ამბობენ, რომ აქციების საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობის დროს მათთან ოპოზიციის ლიდერები კომუნიკაციას არ ამყარებენ, ამიტომ ისინი პარასკევს დადგმილ აქციას არ უერთდებიან.
“ევროპული საქართველოს” და “ტრიბუნას” ლიდერები ამბობენ, რომ ისინი თავიანთ ამომრჩეველს აქციაზე მისვლისკენ არ მოუწოდებენ.
ევროპული საქართველო” ვერ შეუერთდება იმ აქციებს, რომლის ორგანიზატორიც არ არის და რომლის ორგანიზატორებსაც აზრადაც არ მოსვლიათ, რომ მიუხედავად საკმარისი დროისა, შეეთანხმებინა და დაეძახა სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის”, – ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი, აკაკი ბობოხიძე.
შეგახსენებთ, აქცია 3 ლოკაციაზე პარასკევს დაანონსდა. 4 პარტიის წარმომადგენლები თბილისში მსვლელობას გამართავენ.
„ტვ პირველი“