გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში „ქართული ოცნების“ დეპუტატები მივიდნენ

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში „ქართული ოცნების“ დეპუტატები მივიდნენ.

ისინი უკვე შევიდნენ ციხის ტერიტორიაზე. მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იმყოფებიან.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ.

 

“იმედინიუსი”