ეს ე.წ. კონსილიუმი არის „ფეიკი“ და გაავრცელეს „ფეიკი“ ტიკარაძის პოზიციაზე – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც კონსილიუმის წევრი ექიმის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეკატერინე ტიკარაძესთან გუშინ გვიან ღამემდე ჰქონდა კომუნიკაცია და სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია, რომელიც კონსილიუმის წევრმა გაახმოვანეს, ტყუილია.
„ეს არის ტყუილი და მინისტრი ამაზე გააკეთებს განცხადებას. ეკა ტიკარაძეს აქვს თავისი მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა, აქედანაც ჩანს, რომ ეს კონსილიუმი თავად არის „ფეიკი“ და ავრცელებს „ფეიკებს“ ტიკარაძის განცხადებასთან დაკავშირებით – მათ ტყუილი გაავრცელეს” – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, კონსილიუმის წევრმა გიორგი გეგელიამ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეკატერინე ტიკარაძე ეთანხმება ყველა არგუმენტს, რომ მე-18 დაწესებულებაში მძიმე პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის და უმჯობესია გადაყვანა.
წყარო: itv.ge