ჯინ შაჰინი: მივესალმები მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტას და სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მის მიერ შიმშილობის შეწყვეტას მიესალმება.
– „მივესალმები ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მის მიერ შიმშილობის შეწყვეტას“ – წერს სენატორი „ტვიტერში“.
ჯინ შაჰინი აზიარებს განცხადების ტექსტს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სენატორები: ჯიმ რიში, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი და სადაც სენატორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სერიოზულობა და მისი შედეგები საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე.
წყარო: ptn.ge