შემდეგი ნაბიჯი იქნება სააკაშვილის თავისუფლება – ლევან ხაბეიშვილი

“ნაცმოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს:

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამბობდა, მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ჯერ იყო და გაიტაცეს ფაქტობრივად გლდანის ციხეში, შემდეგ ამბობდნენ, რომ სააკაშვილს არ სჭირდება მულტიფუნქციური დაწესებულება და აუცილებლობა არ არის, რომ გადავიყვანოთ გლდანის ციხიდანო. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ თავად აღიარეს, რომ გადასაყვანია ეს კაცი და მეტიც, უნდა გადაიყვანონ და გადაიყვანეს. შემდეგი ნაბიჯი იქნება მისი თავისუფლება, იმიტომ, რომ მის ბრალს ოფიციალურად მოსკოვის გარდა არავინ აღიარებს. შესაბამისად, ჯანმრთელ და თავისუფალ სააკაშვილს უნდა მიეცეს არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა. ეს არჩევნები უნდა იყოს ვადამდელი, რადგან 2020-2021 წლების არჩევნები არის მითვისებული და მოპარული.