იმედია, ძილში მაინც შეგახსენებენ თავს შენგან განწირული ბიჭები

ბედისწერა ოხერი რამეა, მიშა… იმედია, ძილში მაინც შეგახსენებენ თავს შენგან განწირული ბიჭები. იქნებ, სინდისმაც შეგახსენოს თავი, – ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია წერს.

“ბედისწერა ოხერი რამეა, მიშა… იმედია, ძილში მაინც შეგახსენებენ თავს შენგან განწირული ბიჭები. იქნებ, სინდისმაც შეგახსენოს თავი.

მალხაზ თოფურია წერს, ჩვენი მახაჩაა! წაიკითხეთ! “გორის კლინიკა გოგა აბრამიშვილის სახელობისააა. იცით ვინ არის გოგა? – მალხაზ თოფურია

თითქოს არაფერი და ბედისწერა ოხერია. სააკაშვილს გორის, გოგა აბრამიშვილის სახელობის ჰოსპიტალში გადყვანა სახვეწარი გაუხდა. ეს ის გოგა აბრამიშვილია რომელიც 2008 წელს ფაქტიურად მარტო დარჩა ევაკუირებულ ჰოსპიტალში “იქმებ კიდევ ვინმე დაჭრილი მოიყვანონ და ექიმი ხომ უნდა იყოსო” თქვა და დარჩა, დარჩა სამუდამოდ.

რუსულმა ვერტმფრენმა ტყვიამფქვევრის ჯერით გადაჭრა ჰოსპიტლის ეზოში. რამ გამახსენა გოგა? გოგა სააკაშვილის მმართველობის მიერ მგლის ბილეთით იყო გაგდებული ეროვნული გვარდიიდან. მე რა ვიცი? ერთად მოგვართვეს 4 ნაბრძოლ ადამიანს ეს მგლის ბილეთი. მიუხედავად ამისა ოთხივე ვმონაწილეობდით 2008 წელს და არც ერთს არ გვიფორთხია”, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.