პარტიის თავმჯდომარე ზურა მახარაძე იქნება, გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა, ხოლო გამგეობის წევრი ირაკლი მარტინენკო იქნება.
„მთავარი და ძირითადი ამოცანა არის შეიქმნას „კონსერვატიული ძალა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს. დღესდღეობით წარმოდგენილი ყველა პარტია არის ლიბერალური, ლიბელარულ-მემარჯვენე, მემარცხენე და ძირითადი დავა არის, ვის ბიძინას ფიგურა მოსწონს და ვის სააკაშვილის.
ჩვენ იდეოლოგიურად განსხვავებულ პარტიას ვაფუძნებთ, რომლის მთავარი სათქმელი იქნება, რომ საქართველოში უნდა დამყარდეს ქრისტიანული დემოკრატია ლიბერალური დემოკრატიის მაგივრად. როდესაც ქართულ იდენტობას და ქრისტიანობას ვიცავ ამით ჩემი სამშობლოს არსებობას ვიცავ.
რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რუსეთს, როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული და დეკლარირებული. სათქმელი გვაქვს კონკრეტული: თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ, არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა.
მზად ვართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პარალელურად ვისაუბროთ იმ უსაფრთხოების და ეკონომიკური სისტემის საქართველოს ინტეგრაციაზე, რაც მათი ინტერესია, ოღონდ ეს მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეკონომიკური მდგომარეობის და დემოგრაფიის გამოსწორების ხარჯზე“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.