საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება – მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

გორის სამხედრო ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა გვიან ღამით დატოვა.

ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის პროცესი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს და თვლის, რომ მკურნალობის გასაგრძელებლად ფსიქიატრის და ფსიქოლოგის ჩართვაა საჭირო.

ყიფშიძე ასევე ამბობს, რომ სააკაშვილი მარიამ ჯიშკარიანს სთხოვს მის მიერ შექმნილი ალტერნატიული კომისია რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთოს.

“აღნიშნავს ზოგად სისუსტეს, თავის ტკივილები, არტერიული წნევა თამაშობს, ყველაფერი მიდის ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. რეფიდინგი გავიაროთ და მერე უკვე სხვა პრობლემებს მივხედოთ. მე მგონია, რომ საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება, რომ გავაგრძელოთ ასე თუ ისე მკურნალობა,” – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

 

“რუსთავი2′