საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა და 349-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეს მხოლოდ 1-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 279 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას,
“პირველად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ კარანტინის რეჟიმშია 4 769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 პირი რჩება.
კორონავირუსისგან საქართველოში 11 ადამიანია გარდაცვლილი.