ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში

ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში.

“ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ფრაქცია დღეიდან პარლამენტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. გადაწყვეტილება “ლელოში” მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

პატიმარი ექსპრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისთვის საკმარისი საფუძველი არ არის “ნაციონალური მოძრაობისთვის”.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ იმ კენჭისყრის პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემას გულისხმობს.

“საპარლამენტო საქმიანობაში ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ მივიღებთ მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობას, რომელიც გულისხმობს სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემას. ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, ეს საჯაროდ გვაქვს გაცხადებული. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” რომ მალე გამოიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები, მალე დაიწყოს მომზადება ამასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

წყარო: newposts.ge