დაზუთხული “პატრიოტული” ლოზუნგებით “შეიარაღებული” გროვა ადამიანებისა, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს მიადგა, მოსკოვის თეატრის „ნიკიტკის კარიბჭეს“ სტუმრობის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეების თქმით, ოკუპაციის პირობებში რუსული თეატრის სპექტაკლები მათთვის მიუღებელია.
“ახლაც როცა თქვენ გესაუბრებით ატოცში საზღვარს წევენ და ოკუპაციას აგრძელებენ. ამ დროს კი ქუთაისის თეატრში რუსული თეატრის წარმომადგენლები სპექტაკლს მართავენ. ეს არის ყოვლად უმსგავსო საქციელი და მოვითხოვთ მესხიშვილის სახელობის თეატრმა ბოდიში მოიხადოს,”-უთხრა ტვ პირველს ნიკა დეისაძემ.
აფიშის მიხედვით თეატრმა ქუთაისში ორი სპექტაკლი უნდა ითამაშოს – „არ დამივიწყო“ 19 ოქტომბერს, ხოლო „ჩვენი ეზოს სიმღერები“ 20 ოქტომბერს.
ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი ამბობს, რომ მოსკოვის თატრი ქუთაისში ადრე ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში მოიწვიეს. ამ მემორანდუმში სხვა დამეგობრებული თეატრებიც შედიან.
რუსოფობული ორიენტაციის პროვოკატორები ყალბი პატრიოტიზმით აგრძელებენ საქართველოს იმიჯის შელახვას მსოფლიოში. 20 ივნისს მათ რუსი დეპუტატის, გავრილოვის მომიზეზებით, ქვეყნიდან გააქციეს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული წარმომადგენლობითი დელეგაციები, შემდეგ იყო ავად სახსენებელი ჟურნალისტ გაბუნიას უწმაწური ლანძღვა-გინება პირდაპირ ეთერში (რის გამოც ეს ვაი-ჟურნალისტი ხულიგნობის მუხლით უნდა დასჯილიყო, მაგრამ არ დაისაჯა), ახლა კი პროვოკატორებს სურთ, საქართველოს გაუვარდეს “ბანანის რესპუბლიკის” იმიჯი, სადაც ერთმანეთისგან ვერ მიჯნავენ კულტურასა და პოლიტიკას, სადაც ებრძვიან თეატრსა და დავიწყებული აქვთ სახელგანთქმული ქართული სტუმარ-მასპინძლობის ელემენტარული ნორმები. –News-Front.info–