იაგო ხვიჩია ენმ-ს პოზიციას აკრიტიკებს. დეპუტატის თქმით, “შემიწყალე შენი დედა ვატირე” ან “გააკეთე ამნისტია, თორემ დედას გიტირებ” არ არის სწორი ფორმულირება.
ოპოზიციონერ დეპუტატ იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნის მისაღწევად ჯერ სწორი ფორმებიც არ აქვს შერჩეული.
იაგო ხვიჩიას თქმით, პოლიტიკური მიზანიც, ამნისტიაც და შეწყალებაც ლეგიტიმურია, თუმცა როცა ამას ითხოვ, ან ძალას უნდა აჩვენებდე, ან მიმართვის სწორი ფორმა გქონდეს შერჩეული.
– “როცა რაღაცას ითხოვ, მაგრამ მიღწევის გზას არ სახავ, არ ამბობ, როგორ მიდიხარ შედეგამდე და ამას აკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანების ემოციაზე იმოქმედო და არა რაღაც შედეგს მიაღწიო, ეს არის არაადეკვატურობა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც ასეთია. მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ამ სამართლებრივ საფუძველს არც არავინ გვეუბნება. მესმის, რომ ვინმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ითხოვს, მაგრამ გასაგები უნდა იყოს, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვითხოვთ. მაგალითად, როგორც ჩვენ ვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას. პოლიტიკური მიზანიც, ამნისტიაც და შეწყალებაც ლეგიტიმურია, მაგრამ როცა ამას ითხოვ, ამას ან ძალით უნდა ითხოვდე და ძალას აჩვენებდე, ან მიმართვის სწორი ფორმა გქონდეს შერჩეული. დამოკიდებულება – შემიწყალე, შენი დედაც ვატირე, სწორი ფორმა არ არის, ან კიდე – ამნისტია გააკეთე, თორე დედას გიტირებ, არც ეს არის სწორი ფორმა. ჩემს კოლეგებს ამ მიზნის მისაღწევად სწორი ფორმებიც არ აქვთ ჯერ გავლილი” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
წყარო: newposts.ge