“მივესალმებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნას აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომელიც ადასტურებს როგორც პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის,
ასევე საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს, მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, „საქართველო ერთგულად მისდევს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ დასახულ მიზნებს და იზიარებს მოწოდებას, რომ ეს პოლიტიკა გახდეს მეტად ამბიციური. ველით აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ სამიტს“.
11 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით დასკვნითი დოკუმენტი მიიღო, რომელიც შეფასებას აძლევს მის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს სახავს. – imedinews.ge.