დაიწყო ბაჩოს ტყვეობის მეათე წელი, ამ 9 წლის წინ 13-ჯერ გამართლებული პირველი პოლიტ.პატიმარი რომ დაგვეცვა, დღევანდელ მდგომარეობამდე არ მივიდოდით!
ანი ნადარეიშვილის თქმით, მისი მეუღლე, ბაჩო ახალაია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია და თავის დროზე რომ დაეცვათ ის, დღეს მიხეილ სააკაშვილი არ აღმოჩნდებოდა იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის (იგულისხმება პატიმრობა).
– “დაიწყო ბაჩოს ტყვეობის მეათე წელი, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქის ივანიშვილის სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა (არ დავიწყებ ახლა აქ როგორ და რის საფუძველზე) და მიუხედავად იმისა, რომ არავის აქვს უფლება პატიმარი თუნდაც ერთი საათით ზედმეტად გააჩეროს საპატიმროში.
ჯერჯერობით, ოლიგარქის სასამართლოს ბოლო განჩინებით 2022 წლის 1 მარტს თავისუფლდება, მაგრამ გულწრფელად მითხარით, რომელს გაგიკვირდებათ ერთ დღესაც აი ის სუს-ის ტაბელური ავტომატი ან ხელყუმბარა რომ აღმოუჩინონ საკანში ლეიბის ქვეშ, რომელსაც გარეთ ადამიანებს ბავშვების საწოლის ქვეშ უდებენ?!
ჰოდა, ამ 9 წლის წინ 13-ჯერ გამართლებული პირველი პოლიტიკური პატიმარი რომ დაგვეცვა და არ დაგვეშვა ამდენი უსამართლობა, დღევანდელ მდგომარეობამდე არ მივიდოდით და ახლა თუ დავთმობთ მიშას, შემდეგი 9 წლის განმავლობაში ყველას ლეიბის ქვეშ აღმოჩნდება თითო ავტომატი” – წერს ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.
წყარო: newposts.ge