მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, რომელიც შეთავსებით სახელმწიფო საბჭოსთან არსებულ, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ რუსეთს კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები სრული კონტროლის ქვეშ აქვს მოქცეული.
სობიანინი მიიჩნევს, რომ რუსეთში ბოლო დროს დიდი რაოდენობით ტარდება “კოვიდ”-ტესტირება და სწორედ ამის შედეგია დაავადებულთა მაღალი მაჩვენებელი – 221 ათასზე მეტი შემთხვევა (აქედან 2 ათასზე ოდნავ მეტი გარდაცვლილი ანუ დაავადებულთაგან 1 პროცენტზე ნაკლები).
“რაც მეტ ადამიანს ჩავუტარებთ ტესტირებას, მით უფრო სწრაფად აღმოვუჩენთ მათ რეალურ დახმარებას” – აღნიშნა მოსკოვის მერმა.
დღეიდან, 12 მაისიდან, რუსეთის ფედერაციაში დასრულდა “საყოველთაო არასამუშაო დღეები” – ამის შესახებ ხალხს პრეზიდენტმა პუტინმა ამცნო. შეზღუდვები თანდათანობით მოიხსნება ცხოვრების ყველა სფეროზე, პირველ რიგში, ამუშავდა სამშენებლო სექტორი და ფაბრიკა-ქარხნები. პროფილაქტიკის მიზნით, მოქალაქეებისთვის სავალდებულო ხდება მაღაზიებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამედიცინო ნიღბებისა და ხელთათმანების გამოყენება.