კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში 5 -ით გაიზარდა, განკურნებულთა რაოდენობა 23-ით გაიზარდა.
ამ ეტაპზე COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 647-ია. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია 372 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 11 -ია.
ამ დროისთვის კარანტინში 4373 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 386.
“კურიერი”