“ოცნების” დამცველებს ვეკითხები … აქ რომ მორალისტობთ … ეს კანდიდატები იმ წინა უსამართლო სისტემის ნაწილი არ იყო?” – ბესელია მოსამართლეობის კანდიდატებზე.
პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესლია უზენაესი სასამართლოს უბადო მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, პარლამენტში მიმდინარე პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
– “გრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის ძალიან საზიანო პროცესი და არ აჩერებს საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად “ოცნება” ცუდი წარსულის “უვადოდ“ დატოვებას!!!
ოცნების დამცველებს ვეკითხები, აქ რომ მორალისტობთ – ეს კანდიდატები იმ წინა უსამართლო სისტემის ნაწილი არ იყო???
ახლა რატომ არ იღებთ ამაზე ხმას???” – წერს ეკა ბესლია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. გარდა ამისა, კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, უარი თქვეს, დაკვირვებოდნენ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებასა და ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის დაწესებულ პირობებს. მისივე თქმით, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
წყარო: ptn.ge