“მთავარი” თავის სიცრუეში და ტყუილში დარჩება

თბილისის მერი, კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის ხელახლა გადათხრაზე მომზადებულ რეპორტაჟს გამოეხმაურა.საუბარია,

დედაქალაქის მერმა “მთავარი არხი” გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტი სრულდება, რის შემდეგაც, ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება.

“ეს არის საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა, რასაც კონკრეტული ტელევიზიის და კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოყვა მცდელობა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. თუმცა, ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის არ მივცემთ და ისინი ისევ თავიანთ სიცრუეში და ტყუილში დარჩებიან, როგორც ყოველთვის ეს არის მათი ბუნებრივი ადგილი.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ჭის თავები წამოწეული რომ დაგვეტოვებინა, როგორ მოახერხებდნენ ავტომობილები გადაადგილებას? ფაქტიურად, შეუძლებელი იქნებოდა და ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა ავტომობილის მძღოლებს გადაადგილებისთვის”- განაცხადა კალაძემ.