ავღანეთის რადიკალური მოძრაობის, „თალიბანის“ წარმომადგენლებმა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების აღდგენის თხოვნით ევროკავშირს მიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„თალიბანის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში ავღანეთის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელები ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას შეძლებენ.
მოლაპარაკება ყატარში გაიმართა. ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავად ამ შეხვედრის გამართვა ნიშნავს, რომ ბრიუსელი „თალიბანის“ ხელისუფლებას აღიარებს. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეხვედრა „ავღანელი ხალხის ინტერესებში“ გაიმართა.
ორივე მხარემ ავღანეთში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებით შეშფოთება გამოთქვეს. ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას გააგრძელებს. ამასთანავე ბრიუსელის წინაპირობა, რომ ეს თანხების „უშუალოდ ხალხს უნდა მოხმარდეს“.
„თალიბანმა” ქვეყანაში კანონის უზენაესობის აუცილებლობა დაადასტურა. ევროკავშირის დელეგაციამ მოუწოდა „თალიბანს“, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა ინკლუზიური მთავრობა შეიქმნას, სადაც მმართველ თანამდებობებზე არა მარტო კაცები, არამედ ქალებიც იქნებიან.